იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 258 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 258 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 258 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 18 876 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 122 263 ადამიანი.