იტალიაში კორონავირუსის 10 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 348 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 10 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 348 პაციენტი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 348 ადამიანი ემსხვერპლა და 10 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 75 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. სულ კი „კოვიდ-19“ 2.15 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.