იტალიაში კორონავირუსის 1 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 45 ადამიანი გარდაიცვალა

19:55, 27.09.2021

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 45 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 130 742 ადამიანი.

მსგავსი