იტალიაში, კომოს ტბის მიმდებარე დასახლებებში მეწყერი ჩამოწვა
იტალიაში, კომოს ტბის მიმდებარე დასახლებებში მეწყერი ჩამოწვა

იტალიაში, კომოს ტბის მიმდებარე დასახლებებში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანებულია ათზე მეტი სახლი. ევაკუირებულია ათობით ადამიანი.

მეწყერმა და წყალდიდობამ დააზარალა ქალაქები ლაგლიო, ჩერნობიო და ბრიენო.

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ ბრიენოში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო 50-მდე ადგილობრივი სახლებში აღმოჩნდა ბლოკირებული. ისინი სახლებიდან მეხანძრეებმა გამოიყვანეს.