იტალიაში, ხიდის ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ – მაშველების მუშაობა ტრაგედიის ადგილზე [ვიდეო]

19:39, 14.08.2018

იტალიაში, გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი. მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანებს ეძებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხიდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობენ. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის განცხადებით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

მსგავსი