იტალიაში, ღვინის საწარმოში რეზერვუარის დაზიანების გამო, 30 ათასი ლიტრი ღვინო დაიღვარა
იტალიაში, ღვინის საწარმოში რეზერვუარის დაზიანების გამო, 30 ათასი ლიტრი ღვინო დაიღვარა

იტალიის ვენეტოს რეგიონში, კონელიანოს მუნიციპალიტეტში, ღვინის საწარმოში რეზერვუარის დაზიანების  გამო, 30 ათასი ლიტრი ღვინო დაიღვარა. დაღვრილი ღვინო “პრესეკოა“. ინციდენტის ქალაქ ტრევიზოსთან მოხდა.

დაუდგენელი მიზეზით, ღვინო „პრესეკო“ ლითონის რეზერვუარიდან გადმოიღვარა. ღვინის საწარმოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომხდარი ვიდეოკამერით გადაიღო.