იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 307 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 307 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 307 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 7 970 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის გამოსავლენად ტესტირება 144 270 ადამიანს ჩაუტარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ჯამში კორონავირუსის 2.65 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიამ 91 580 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, იტალია მსოფლიოში მეექვსე, ევროპაში კი, ბრიტანეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.