იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი დაუდასტურდა 6 513 ადამიანს.

შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 128 063 შემთხვევა აღირიცხა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და მერვეზეა მსოფლიო მასშტაბით. იტალიაში სულ გამოვლენილია კოვიდ-19-ის 4,35 მილიონი შემთხვევა.

ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 214 კოვიდინფიცირებული იმყოფება.

ბოლო დღე-ღამეში იტალიაში ჩატარდა კორონავირუსზე 264 869 ტესტი.