იტალიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 26 831 ადამიანი დაინფიცირდა
იტალიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 26 831 ადამიანი დაინფიცირდა

იტალიაში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 26 831 ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 217 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 616 595 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 38 122 ადამიანი.

იტალიაში ვირუსის პრევენციის მიზნით დახურულია სპორტული დარბაზები, კინო-თეატრები, საცურაო აუზები, რესტორნები და ბარები კი, 18:00 საათამდე მუშაობენ.