იტალიაში გასულ კვირას მომხდარი არეულობების დასაგმობად და დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად მილანში საპროტესტო აქციები გაიმართა
იტალიაში გასულ კვირას მომხდარი ძალადობრივი არეულობების დასაგმობად მილანის ცენტრში მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ქალაქის მერიასთან, სკალას მოედანზე მშვიდობიანი აქცია ერთ-ერთმა პროფკავშირმა მოაწყო და მას მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს.
აქციის მონაწილეები სოციალური ერთიანობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.
სან ჯორჯოს მოედანზე კი გაიმართა მეორე აქცია დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად.
აქციის მონაწილეები არეულობაში დამნაშავეთა მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დაწესებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ასაკი დანაშაულებრივი საქციელის გასამართლებლად არ უნდა გამოიყენონ.
ცნობისთვის, იტალიის მთავრობამ უსაფრთხოების რამდენიმე ახალი ზომა დაამტკიცა. მათ შორისაა არეულობაში მონაწილეთათვის უფრო მკაცრი სასჯელი და იმ მშობლების ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელთა შვილებიც ვანდალიზმსა და ძარცვაში მონაწილეობენ.
როგორც მედია წერს, აქციების დროს მილანში ძირითადად ახალგაზრდების ჯგუფები აქტიურობდნენ: ამტვრევდნენ ვიტრინებს, ძარცვავდნენ მაღაზიებს და პოლიციას თავს ესხმოდნენ.