იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 2667 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ბოლო ერთ თვეში ინფიცირების ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 578 ადამიანი დაიღუპა და 2667 დაინფიცირდა.
ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირების ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, „კოვიდ-19“ იტალიაში 165 155 ადამიანს აქვს დადგენილი. მათგან 21 645 -სთვის ვირუსი შედეგი ლეტალური აღმოჩნდა.