იტალიაში, ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო, სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მოხდა. იტალიის სახანძრო სამსახურის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი სამედიცინო მუშაკი, მხუთავი აირის მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზირებულია.
„ეს ტრაგედიაა“, – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.