იტალიაში, დოლიმიტის ალპებში ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
იტალიაში, დოლიმიტის ალპებში ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, დოლიმიტის ალპებში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ავსტრიის საზღვართან ახლოს მოხდა. ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მეოთხე ტრაგიკული შემთხვევაა.

რეგიონში ზვავის ჩამოწოლის რისკი ქარის გაძლიერების შემდეგ გაიზარდა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დატოვე კომენტარი