იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2256 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
იტალიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2256 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 454 ადამიანი დაღუპა. შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ 19“-ის 2256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასეთი დაბალი მაჩვენებელი იტალიაში ბოლოს 10 მარტს დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით 181 228 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსისგან 48 877 პაციენტი განიკურნა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლომბარდიის საავადმყოფოებზე დატვირთვა მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.