იტალიაში დავით მაღრაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
იტალიაში დავით მაღრაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

იტალიაში დავით მაღრაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

„ავე ევა“ ასე ეწოდება კრებულს, რომელსაც მილანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში – სორმანის სასახლეში შეკრებილი მწერლები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები შეაფასებენ.

წიგნი ჯულიანო ლადოლფიმ გამოსცა, იტალიური თარგმანი ნუნუ გელაძეს ეკუთვნის, წინასიტყვაობა კი როსტომ ჩხეიძეს.

დავით მაღრაძე იტალიაში ხვალ გაემგზავრება, პრეზენტაციაზე ნაწყვეტებს წიგნიდან ის თავად წაიკითხავს.