იტალიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 14 218 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 377 ინფიცირებული
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 14 218 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 377 ინფიცირებული

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 377 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის გამოსავლენად ტესტირება 270 507 ადამიანს ჩაუტარდა. იტალიაში ჰოსპიტალიზებული ინფიცირებულების რიცხვი 19 575-ს შეადგენს, მათ შორის არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტები.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 2.61 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, პანდემიამ 90 618 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, იტალია ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი, მეექვსე ადგილზეა.