იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „როიტერი“ წერს, 9 მარტის შემდეგ პირველად, იტალიაში კორონავირუსის სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე დაბალია.

ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 451 ახალი შემთხვევა, ეს რიცხვი ყველაზე დაბალია 2 მარტის შემდეგ.

იტალიაში სულ კორონავირუსს 32 007 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ის 225 886 შემთხვევა დადასტურდა.