იტალიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 766 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 766 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 766 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება.

შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით 14 681 ადამიანი დაიღუპა.

ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 2 339-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, იტალიაში ამჟამად ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 85 388-ს შეადგენს.

24 საათში გამოჯანმრთელდა 1480 ინფიცირებული. შედეგად სულ „კოვიდ-19“-ისგან იტალიაში 19758 ადამიანი განიკურნა.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ახალი კორონავირუსი 119 827-ს ადამიანს დაუდასტურდა.