იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 743 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 743 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 743 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ამრიგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 6 820-ს მიაღწია.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ დღესთან შედარებით ევროპულ ქვეყანაში ვირუსით 141-ით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალიაში გარდაცვლილების რიცხვმა მოიმატა, თუმცა შემცირდა ახალი ინფიცირებულების რაოდენობა.

ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით 3 612 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 030 შეადგინა.