იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 593 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ვირუსს სულ 33 142 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული მონაცემებით, იტალია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 231 732 შემთხვევა,150 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინტენსიურ განყოფილებებში 489 ინფიცირებული რჩება.

დატოვე კომენტარი