იტალიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის წინ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 610 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში 18 849 ადამიანი გარდაიცვალა.

შემცირებულია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელიც. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ იტალიაში 1 396 ადამიანს დაუდგინეს. წინა დღით ეს რიცხვი 1 615-ს შეადგენდა. სულ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 98 273 შემთხვევა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 1 985 ადამიანი განიკურნა.