იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა
Provette nel laboratorio di analisi dell'ospedale S.Martino di Genova. 30 gennaio 2017 a Genova. ANSA/LUCA ZENNARO
იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 642 ადამიანს დაუდგინეს. შესაბამის მონაცემებს იტალიური სააგენტო „ანსა“ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ იტალიაში დადასტურებულია კორონავირუსის 228 006 შემთხვევა. „კოვიდ-19“-ით 32 486 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 2 278-ით გაიზარდა და ჯამში 134 560 შეადგინა. ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 640 პაციენტი რჩება.