იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 776 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 776 შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი კი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 127 566 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ მაჩვენებლით იტალია ბრიტანეთის შემდეგ ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მერვე ადგილზეა.

იტალიაში სულ „კოვიდ-19“-ის 4,26 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული.