იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 35 098 შემთხვევა გამოვლინდა, 580 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 35 098 შემთხვევა გამოვლინდა, 580 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 580 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც 14 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 35 098 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი” იტალიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც თებერვალში იტალიაში ვირუსი გავრცელდა, ქვეყანაში სულ 42 330 ინფიცირებული გარდაიცვალა. რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 995 463 შემთხვევა.

იტალიაში ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიის რეგიონშია შექმნილი, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 10 995 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 129 პაციენტი.