იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე – ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით 78 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის ახალი 397 შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 32 955 ადამიანია დაღუპული, რაც ამერიკისა და ბრიტანეთის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230 555 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის გავრცელების მხრივ იტალია მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიის, რუსეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის შემდეგ.

დატოვე კომენტარი