იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 117 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 117 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 117 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 33 072-ს შეადგენს.

მცირედით გაიზარდა ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელიც, რომელიც 584-ს აღწევს და ამ კვირაში ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა.

იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 147 101-ს აღწევს. პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 231 139 შემთხვევაა დაფიქსირებული.