იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 3 224 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 3 224 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 224 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 166 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 8 557 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 125 501 ადამიანი.

დატოვე კომენტარი