იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 390 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 23 255 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 3 151 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 117 633 ადამიანი.