იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 593 შემთხვევა გამოვლინდა

22:30, 26.01.2021

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 541 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის მაშტაბით ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 2 421 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 86 422 ინფიცირებული.

მსგავსი