იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 386 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 336 ადამიანი
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 386 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 336 ადამიანი

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 336 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  94 171-ს შეადგენს.