იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაიღუპა 756, ხოლო გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაიღუპა 756, ხოლო გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 756 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 10 779 შეადგინა.

სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების 97 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო ერთ დღეში განიკურნა 646 ადამიანი. ამგვარად, გამოჯანმრთელებულების საერთო რიცხვმა 13 030 შეადგინა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი ათასზე მეტი პაციენტი იმყოფება.

იტალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.