იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ერთ დღეში დაღუპული პაციენტების უპრეცედენტო რაოდენობაა. მანამდე დაფიქსირებული რეკორდული შემთხვევა 27 აპრილს აღრიცხეს, როდესაც ქვეყანაში, ერთ დღე-ღამეში 921 ადამიანი გარდაიცვალა.

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილია 23 255 ახალი შემთხვევა. სულ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1.66 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული.