იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 610 ადამიანი დაიღუპა. გამოვლენილია ინფიცირების 4204 ახალი შემთხვევა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 143 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 18 279-ს შეადგენს.

იტალიაში კორონავირუსისგან განიკურნა 28 470 ადამიანი.