იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 566 ადამიანი გარდაიცვალა

20:55, 13.04.2020

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 566 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი 3260-ით გაიზარდა, რაც გასულ დღესთან შედარებით 83-ით ნაკლებია.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3260 ადამიანი რჩება. რაც გუშინდელთან შედარებით ასევე დაბალი მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 20 465 პაციენტი დაიღუპა. ინფიცირებულია 159 516 ადამიანი.

მსგავსი