იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 437 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 437 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25 085-მდე გაიზარდა, მათ შორის 437 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა.

21 აპრილის მონაცემებთან შედარებით, ეს 100 შემთხვევით ნაკლებია, თუმცა გაიზარდა ახალი შემთხვევების რიცხვი და ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 370 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსი სულ 187 327 ადამიანს დაუფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.