იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა

იტალიაში მარტის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ ქვეყანაში 5 372 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, ბოლო 24 საათში 28 ინფიცირებული გარდაიცვალა.

იტალია ევროპაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ის ევროპაში მეორე ადგილზეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში სულ 36 111 ინფიცირებული გარდაიცვალა. „როიტერის” ცნობით, მკაცრი შეზღუდვებით ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლი შეძლო, თუმცა ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მზარდია.