იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 37 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 446 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 37 809 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვვის სამინისტროზე დაყრნდბოთ ავრცელებს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 446 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 862 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 40 638 პაციენტი გარდაივალა.