იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 550 პაციენტი კი გარდაიცვალა

21:23, 13.11.2020

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 40 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 550 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 1 107 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 44 139 ინფიცირებული გარდაიცვალა,  399 238 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი