იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 758 შემთხვევა გამოვლინდა, 297 ადამიანი გარდაიცვალა

23:00, 31.10.2020

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი კიდევ 31 758 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისრტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში ეპიდემიას 297 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა იტალიაში 680 ათასს აღწევს. მათგან 38 610-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

მსგავსი