იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 205 ადამიანი

21:09, 28.10.2020

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 24 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსს 205 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 37 905-მდე გაიზარდა.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 766 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი