იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 110 ადამიანი
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 110 ადამიანი

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 110 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში 2 490 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, რაც გასულ ორშაბათთან შედარებით 1 000 შემთხვევით ნაკლებია.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით, იტალია გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.

პანდემიის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 4.19 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული.