იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 446 შემთხვევა გამოვლინდა, 263 პაციენტი კი გარდაიცვალა

22:27, 30.04.2021

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 446 შემთხვევა გამოვლინდა, 263 პაციენტი კი გარდაიცვალა.

აღნიშნული მაჩვენებლები გასული ღღის მონაცემებთან შედარებით, მცირედით დაბალია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 120 807 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი