იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 16 168 ადამიანს დაუდასტურდა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 16 168 ადამიანს დაუდასტურდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 469 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში ვირუსი ლაბორატორიულად 16 168 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 26 369 კოვიდინფიცირბული მკურნალობს, მათგან 3 490 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 115 557 ადამიანი.