იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა

იტალიაში კოვიდ19-ით ბოლო 24 საათში 880 ადამიანი დაინფიცირდა.

შედეგად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა.

კერძოდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1555 ადმიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3,792 ადამიანი რჩება, რაც გუშინდელთან შედარებით 106-ით ნაკლებია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ19-ით 604 ადამიანი დაიღუპა, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი იტალიაში სულ  17 127 ადამიანია გარდაიცვლილი, ხოლო დაინფიცირებულია რაოდენობა 135, 586-ს შეადგენს.