იტალიაში ბინის ქურდობის მცდელობისას საქართველოს 31 წლის მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ბინის ქურდობის მცდელობისას საქართველოს 31 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინის ქურდობის მცდელობისას საქართველოს 31 წლის მოქალაქე დააკავეს.

ინციდენტი მილანის შემოგარენში მდებარე ქალაქ ტრეცანოში მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, მათ უცნაური ხმა გაიგეს, რომელიც იმ ბინიდან მოდიოდა, რომელის მეპატრონეც სახლში არ იმყოფებოდა. მათ პოლიცია გამოიძახეს.

დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს. ის 31 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

გამოძიების მიხედვით, მასთან ერთად იმყოფებიდა 27 წლის მამაკაცი, ასევე საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაქცევა მოახერხა. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ხომ არ არის დაკავებული ამავე რაიონში სხვა ბინების გაქურდვაში გარეული.