იტალიაში ბინის ძარცვაში ბრალდებული ქართველი დააკავეს
იტალიაში ბინის ძარცვაში ბრალდებული ქართველი დააკავეს

იტალიაში ბინის ძარცვაში ბრალდებული ქართველი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება ინციდენტი რეჯო ემილიაში 31 დეკემბრის ღამეს მოხდა.

პოლიციის ცნობით, ორმა მძარცველმა ბინაში შეაღწია და იქ აღმოჩენილი სეიფის გახსნას შეეცადა. თუმცა ხმაურის გამო, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცავების გამოჩენისთანავე მძარცველები გაქცევას შეეცადნენ. ერთ-ერთ ეს გამოვიდა კიდეც. მეორე კი პოლიციელთა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, ის 42 წლის ქართველი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ყაჩაღობისთვის. ამჯერად მას ბინის ძარცვასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი. ინციდენტის დროს დაშავდა პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.