იტალიაში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მეხანძრე

10:24, 06.12.2018

იტალიის ლაციოს რეგიონში, ქალაქ ბორგო კუინცოსთან ავტოგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA ავრცელებს.

აფეთქება ადგილობრივი დროით 14:30 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად საწვავით სავსე ტანკერს ცეცხლი მოედო. გარდაცვლილთა შორის ერთი მეხანძრეა. მეხანძრეები არიან დაშავებულთა შორისაც.

მსგავსი