იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა

21:23, 19.03.2020

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 405 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. ბოლო 24-საათში იტალიაში გარდაცლვლილია 427 ადამიანი.

აღნიშნული მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 3 200-მდე ადამიანი.

მსგავსი