იტალიაში აფეთქების შედეგად სამი მეხანძრე დაიღუპა
იტალიაში აფეთქების შედეგად სამი მეხანძრე დაიღუპა

იტალიის ქალაქ ქუარნენტოში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. სამივე მათგანი მეხანძრეა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში გვიან ღამით მოხდა, სადაც სახანძრო ეკიპაჟის წევრები იყვნენ მობილიზებული.

ასევე შემთხვევის შედეგად, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ორმა მეხანძრემ და ერთმა სამართალდამცველმა.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. განიხილება ბუნებრივი აირის გაჟონვისა და ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიაც, რასაც აფეთქება მოჰყვა.