იტალიაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იტალიაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი იუწყება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კამპობასოდან ოთხ კილომეტრში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი რყევები იგრძნობოდა მეზობელ რეგიონებშიც. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრაა. 15 აგვისტოს ღამით კამპობასოში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა ეპიცენტრთან ახლოს არსებულ ქალაქ მონტეჩილფონეში რამდენიმე შენობა დაზიანდა.